Header image  
qarTuli kino  
  
 
 
 
 


Cemi bednieri ojaxi
1

არის ნანა ექვთიმიშვილისა და საიმონ გროსის 2017 წლის ქართული დრამა. ფილმის ძირითადი თემა ქართული ოჯახური თანაცხოვრებაა, მთელი თავისი სირთულეებითა თუ არეული გრძნობებით. ფილმი საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი კინოპროდუქციაა და მისი პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. მალევე გახდა ცნობილი, რომ Netflix-მა ფილმის დისტრიბუციის უფლება შეიძინა და „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ IndiWire-ის 2017 წლის იმ 50 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა, რომელიც Netflix-ზე გავიდა. იმის შემდეგ, რაც ფილმი ხელმისაწვდომი გახდა თითქმის ყველა პლატფორმაზე მან ასევე Rotten Tomatoes-ზე უმაღლესი შეფასება 100% მიიღო. საქართველოში კი, პრემიერა 2017 წლის 28 სექტემბერს გაიმართა.

siuJeti

ფილმის მთავარი გმირი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, 52 წლის მანანა მხეიძეა, რომელიც ერთ დღეს თავისი რუტინული ცხოვრების რადიკალურად შეცვლას გადაწყვეტს. მანანა მიატოვებს დიდ ოჯახს: ქმარს - სოსოს, შვილს - ნინოს და სიძეს - ვახოს, ასევე მეორე შვილს - ლაშას და მშობლებს. იგი იქირავებს ბინას და გადავა მარტო საცხოვრებლად. მანანას არც საყვარელი ჰყავს და არც სხვა ფარული მოტივი ამოძრავებს, იგი უბრალოდ მშვიდ ცხოვრებასა და მოდუნებას ნატრობს, რის საშუალებასაც ოჯახი არ აძლევს. ფილმი გვაჩვენებს ტრადიციებს აყოლილი, თუმცა სულით თავისუფალი და დამოუკიდებელი ქართველი ქალის ისტორიას, რომელიც წინააღმდეგობების მიუხედავად აკეთებს იმას, რაც გულით სურს. სცენარი ასევე ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ღალატი, ნდობა, გენდერის როლი საზოგადოებაში, პატრიარქატი და ა.შ.

msaxiobebi

  • მერაბ ნინიძე - სოსო
  • ია შუღლიაშვილი - მანანა
  • მარიამ ბოკერია - კითსი
  • ბერტა ხაფავა - ლამარა
  • ცისია ქუმსიშვილი - ნინო
  • ლიკა ბაბლუანი - თათია ჩიგოგიძე
  • დიმიტრი ორაგველიძე - რეზო
  • გოვენ ჭეიშვილი - ოთარი
  • გიორგი ტაბიძე - ლაშა
  • გიორგი ხურცილლავა - ვახო

jildoebi da nominaciebi

visbadebis saerTaSoriso kinofestivali

  • საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრის ჯილდო;
  • კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIPRESCI) პრიზი.

hon-kongis saerTaSoriso kinofestivali

  • საუკეთესო ნამუშევრის ჯილდო - ,,ცეცხლოვანი ფრინველი'' გადაეცა

sofias kinofestivali

  • საუკეთესო რეჟისურის ჯილდო.
 

ixileT aseve